უკრაინელების კონტრშეტევა იმედისმომცემია - პენტაგონი
აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, საშა ბეიკერის თქმით, კარგი ამბებია ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, სადაც უკრიანა პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს სწორად და ეფექტურად იყენებს.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები, თუნდაც ბოლო 2 დღეში". - თქვა ბეიკერმა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას კონტრშეტევა უწოდა.