„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა" - არესტოვიჩი
უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს იბრუნებს. ოკუპანტები უკან იხევენ და ოკუპირებულ ქალაქებზე კონტროლს კარგავენ.
ბოლო ცნობებით ლიკვიდირებულია პუტინის არმიის ათობით რუსი ჯარისკაცი. უკვე თავისუფლია 30-ზე მეტი დასახლება ხარკოვის ოლქში.
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი რუსი დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეიაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი რუსული მოტომსროლელი პოლკი მას შემდეგ მიმოიფანტა, რაც მეთაურებმა მიატოვეს.