პუტინის მიზანია უკრაინის მხარდაჭერით დავიღალოთ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევშია

10.09.22 14:36
პუტინის მიზანია უკრაინის მხარდაჭერით დავიღალოთ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა.

ბერბოკის თქმით, მისი უკრაინაში ყოფნა მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, როგორც იარაღის მიწოდებით, ისე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით. 

"ჩემთვის ცხადია, რომ პუტინის მიზანია უკრაინის მხარდაჭერით დავიღალოთ. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოებების გაყოფა ტყუილებით და მათი დაშანტაჟება ენერგორესურსებით მომარაგების საკითხით და რომ მას შეუძლია გამოგვაცალოს ენერგია, რაც გვჭირდება ამ სასტიკი თავდასხმისგან თავის დასაცავად. პუტინის გათვლა არასწორი იყო, რადგან მთელმა ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს", - თქვა მან.
 

მსგავსი სიახლეები