გრაკოვში ორი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარზე წამების კვალი იპოვეს
ხარკოვის რაიონის გათავისუფლებულ სოფელ გრაკოვში ორი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარზე წამების კვალი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპანტებმა ისინი აიძულეს მამაკაცების ცხედრები დაემარხათ. ცხედრებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის უკანა არეში აქვთ მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით ოკუპანტებმა კაცები ჯერ კიდევ მარტში მოკლეს, როცა სოფელი აიღეს.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე საათში ოკუპირებულ ხერსონში ფრონტის ზოგიერთ სექტორში უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე ათეული კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ იტყობინება "სამხრეთის სარდლობის " წარმომადგენელი ნატალია გუმენიუკი.