ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია - ზელენსკი

11.09.22 11:04
ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე უკრაინული არმიის წარმატებებზე საუბარობს. ვოლოდიმრი ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტებისგან  2000 კილომეტრი უკვე გაათავისუფლეს.

ჩვენი ჯარისკაცების ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით მოძღაობა გრძელდება. აქტიური ოპერაციების ფარგლებში სექტემბრის დასაწყისიდან, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. ამ დღეებშ რუსული არმია ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი გაკეთებაც შეუძლია - გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთის - გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება, - განაცხადა ზელენსკიმ.