რუსულ არმიას წერტილს დავუსვამთ - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინული არმიის წარმატებებზე საუბრობს პრეზინდეტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც. მისი თქმით, რუსული არმია დემორალიზებულია და უკანმოუხედავად გარბის.
შეტევები, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ახორციელებენ, მასშტაბური კონტრშეტევების შემადგენელია. მათი მიზანი რუსული ლოჯისტიკური ქსელის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, სამეთაურო პუნქტებისა და იარაღის საცავების განადგურებაა. მტერმა ეფექტურად ვერ უნდა იმოქმედოს. ჩვენი არმიის მოქმედების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ მტრის არმია დემორალიზებულიახარკოვშ წინ მივიწევთ და სახელმწიფო საზღვარზე უნდა გავიდეთ. ასევე აქტიურად ვმოქმედებთ დონბასისა და ლუგანსკის ოლქებშიც. ზუსტად ამ ადმინისტრაციული ცენტრების აღების შემდეგ რუსულ არმიას წერტილს დავუსვამთ. რუსული არმიის ნაწილი უკანმოუხედავად გარბის, ტოვებენ ტექნიკას და საბრძოლო მასალებს, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.