უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლია - დმიტრო კულება

ურკაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორ ქვეყნებს ისევ იარაღით დახმარებას სთხოვს. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთზე გამარჯვება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის მეტი იარაღის მიოდებაა საჭირო.
უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ამისთვის კიევს პარტნიორი ქვეყნებისგან მეტი იარაღი სჭირდება. ახლა, მადლობა ღმერთს, რომ ჩენ აღარ გვესმის ეს არგუმენტი. ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსული არმია. ამას ვაკეთებთ მოწოდებული იარაღით და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, მით უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ და უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი, - განაცხადა კულებამ.