ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე - სერგეი ლავროვი

11.09.22 17:26
ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე  - სერგეი ლავროვი

უკრაინელების მიერ ტერიტორიების გათავისუფლების ფონზე რუსეთი ისევ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ალაპარაკდა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთის ისევ მზადაა, თუმცა უკრაინა უარზეა. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე უარის თქმა საზიანო ისევ ურაკინისთვის იქნება. 

ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა გაიაზროს, რომ რაც უფრო მეტ ხანს გააჭიანურებენ ამ პრცესს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება. ჩვენი რესურსების გადანაწილების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. მათი პოზიცია საკმაოდ ბუნდოვანია, ძალიან რთულია იმის გაგება თუ რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ. ეს არის წინააღდმდეგობრივი და საზიანო საკუთარი თავისთვის, - განაცხადა ლავროვმა.