უკრაინის დამარცხება შეუძლებელია, წინააღმდეგობას გვიწევს უძლიერესი არმია - რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი

12.09.22 15:05
უკრაინის დამარცხება შეუძლებელია, წინააღმდეგობას გვიწევს უძლიერესი არმია  - რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი უკრაინასთან მარცხს პროგნოზირებს.  ბორის ნადიოჟინი აცხადებს, რომ რუსეთისთვის საუკეთესო გამოსავალი მოლაპარაკებებია. მისი სიტყვებით, პუტინს ატყუებდნენ, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია იქნებოდა სწრაფი და ეფექტური, ხოლო უკრაინელები მალე დანებდებოდნენ.

ჩვენ მივუახლოვდით იმ ზღვარს, როცა აუცილებელია, ერთი ჭეშმარიტება ვიცოდეთ: უკრაინის დამარცხება ამ რესურსით, რითაც რუსეთი იბრძვის, აბსოლუტურად შეუძლებელია. 

რუსულ არმიას წინააღმდეგობას უწევს უძლიერესი არმია, რომელსაც ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მხარს უჭერენ ევროპის ქვეყნები. 

ჩემი რჩევაა- დაუყონებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები, რათა დასრულდეს ომი და გადავიდეთ პოლიტიკურ საკითხებზე - განაცხადა ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული არხით გამოსვლისას ექსდეპუტატმა.

უკრაინული საგენტო ,,უნიანის" ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ეტაპზე არ გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთის პრეზიდენტთან.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები