რუსული ჯარი დემორალიზებულია, გარბის, ტოვებს შეიარღებას, დაჭრილ თანამებრძოლებს - ევგენი ენინი

რუსული არმია გარბის, მათი საბრძოლო განწყობა განადგურებულია - ამის შესახებ უკრაინის შსს მინისტრის პირველმა მოადგილემ ,,ტვ პირველზე" ჩართვისას განაცხადა.
ევგენი ენინის ინფორმაციით, წარმატებული კონტრიერიშის შედეგად გათავისუფლებულია უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსული ჯარი კი დემორალიზებულია.
ჩვენი წარმატებული კონტრიერიშის შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა, არა მარტო გაგვეთავისუფლებინა ოკუპანტებისგან რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი ჩვენი ტერიტორიის, არამედ გათავისუფლებულია 95% ხარკოვის ოლქის.
მთავარია, რომ რუსული არმია გარბის, მათი საბრძოლო განწყობა განადგურებულია, ჯარისკაცები ხვდებიან, რომ მეთაურებმა ისინი გაყიდეს. რუსი სამხედროები ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე დარჩნენ, მათ საწვავი არ აქვთ.
რუსი ოკუპანტები სხვის მიწაზე შეიარაღების გარეშე იმყოფებიან. უკრაინელი მებრძოლების გამოჩენისთანავე ისინი გარბიან, ტოვებენ ყველაფერს, დაჭრილებს, მათ ვერ მოახერხეს, თან წაეყვანათ მათი დროებითი მოკავშირე უკრაინის მოქალაქეები, ვგულისხმობ კოლაბორაციონისტებს.
როცა რუსეთი ამბობს, რომ განსაცდელში თავის ჯარისკაცს არ მიატოვებს, ეს სიცრუეა.
ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ რუსების მორალური განწყობა განადგურებულია. - განაცხადა ევგენი ენინმა.