სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ამ დროისთვის, პოზიციური ბრძოლები გრძელდება

13.09.22 10:44
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ამ დროისთვის, პოზიციური ბრძოლები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის პოზიციური ბრძოლები გრძელდება, აზერბაიჯანული ძალები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა.

მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, თავს ესხმის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - თქვა ტოროსიანმა.

 

მსგავსი სიახლეები