რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს - ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთის ყველაზე ელიტურმა სატანკო არმიამ ხარკოვი დატოვა
რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს. უკრაინული ქალაქების და სოფლების დეოკუპაცია გრძელდება.
რუსულმა არმიამ დატოვა ხარკოვი, რაიონის 95 პროცენტს ახლა უკრაინა აკონტროლებს.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილ რუსულ ძალებს 1-ლი გვარდიის სატანკო არმია [1 GTA] წარმოადგენდა, რომლებიც დასავლეთ სამხედრო ოლქს [WEMD] ექვემდებარება.
1 GTA-მ დიდი მსხვერპლი განიცადა უკრაინაში შეჭრის საწყის ფაზაში და არ იყო მზად ხარკოვში უკრაინის კონტრშეტევისთვის.
1 GTA იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა.
1-ლი გვარდიის სატანკო არმია და სხვა დასავლეთ სამხედრო ოლქის ფორმირებების სერიოზულ ზარალთან ერთად, რუსეთის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შექმნილია NATO-სთან დასაპირისპირებლად, ძალიან დასუსტებულია. რუსეთს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.