49 ადამიანი დავკარგეთ, ეს რიცხვი საბოლოო არაა – ფაშინიანი აზერბაიჯანთან შეტაკებებზე

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანთან ბოლო ღამის შეტაკებებში, მათ მხარეს, მინიმუმ, 49 ადამიანი დაიღუპა.
"სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არაა". – დაამატა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანულ მედიაში კი წერენ, რომ სომხეთის არმიის დანაკარგები 150-200 კაცს შეადგენს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს მიმართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინს პირადად ესაუბრა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს.