ხარკოვის ოლქში ცხედრებზე ვნახეთ წამების კვალი, მათ მოჭრილი ჰქონდათ ყურები - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე

13.09.22 15:42
 ხარკოვის ოლქში ცხედრებზე ვნახეთ წამების კვალი, მათ მოჭრილი ჰქონდათ ყურები - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე

აღმოჩენილია რუსეთის არმიის მიერ ცოცხლად დამარხული ადამიანების ცხედრები. უკრაინულმა არმიამ გათავისუფლებულ ქალაქებში ათობით გვამი აღმოაჩინა.

ამ დროისთვის ხარკოვის 95%-ს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, რა დროსაც ომის დანაშაულის უამრავ მტკიცებულებას აწყდებიან. ჩუგუევის რაიონში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დასახლებაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა ცხედრები იპოვეს, რომელთაც წამების ნიშნები აღენიშნებათ - დგინდება, რომ ოკუპანტები მსხვერპლს ყურებს აჭრიდნენ და წამებით კლავდნენ. 

ომის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები ნაპოვნია ხარკოვში, ხერსონში და თითქმის ყველა გათავისუფლებულ ქალაქში.

ხარკოვის ოლქში ცხედრებზე ჩვენ ვნახეთ წამების კვალი. მოჭრილი ჰქონდათ ყურები და ჩადენილი იყო სხვა სისასტიკეები. 

კიევის ოლქი ოკუპირებული იყო თვენახევრის განმავლობაში, სადაც შოკისმომგვრელი სურათი დაგვხვდა. წარმოდგენაც კი არ მინდა დანაშაულის იმ მასშტაბის, რაც რუსმა აგრესორებმა ჩაიდინეს. 

ყველა დანაშაული იქნება გამოძიებული, ჩვენ შემუშავებული გვაქვს ძიების სპეციალური მეთოდი, რომლითაც სამხედრო დამნაშავეების ვინაობას ვადგენთ - აცხადებს ევგენი ენინი, შსს მინისტრის მოადგილე.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული არმია გარბის, თუმცა, გაქცევამდე ტერიტორიებს ნაღმავენ. ამ დროისთვის დანაღმულია უკრაინის ტერიტორიის 70 ათას კვადრატული კილომეტრზე მეტი. 

მსგავსი სიახლეები