2 დაღუპული და 3 დაშავებული - ოკუპანტებმა ნიკოლაევს 75 ჭურვი ესროლეს

14.09.22 11:57
2 დაღუპული და 3 დაშავებული - ოკუპანტებმა ნიკოლაევს 75 ჭურვი  ესროლეს

რუსები უკრიანულ ქალაქებს ისევ ბომბავენ. მძიმე ღამე იყო მიკოლაევში, სადაც ოკუპანტებმა სამი საჰაერო თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. მშვიდობიან მოქალაქეებს პუტინის არმიამ 75 ჭურვი ესროლა.  არიან დაღუპულები და დაშავებულები. დანგრეული საცხოვრებელი სახლები, საოფისე ცენტრი, სკოლა და სხვა შენობები. 

არცერთი ადგილი, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამხედრო ობიექტი მახლობლადაც არ ყოფილა. უკვე ცნობილია 2 დაღუპულის და 3 დაშავებულის შესახებ, - წერს ნიკოლაევის ოლქის თავმჯდომარე ანა ზამაზეევა. 

 

მსგავსი სიახლეები