ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. ქალაქში, რომელიც ომის დაწყების დღიდან ოკუპირებული იყო და რუსულმა არმიამ ის ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა, პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა და თანამებრძოლებს მორიგი წარმატება მიულოცა.
პარალელურად დგინდება მოკლული ადამიანების საერთო რაოდენობა ქალაქ ბუჩაში. აქ დეოკუპაციის შემდგომ სამართალდამცველებმა ოკუპანტების მიერ მოკლული 422 ცხედარი იპოვნეს.
მასობრივი დასჯის ფაქტები უკრაინელმა პოლიციელებმა სარდაფებში, ქუჩებში, ავტოფარეხებში აღმოაჩინეს.
ბუჩაში დეოკუპაციის შემდგომ ოკუპანტების მიერ მოკლული 422 ცხედარი იპოვეს. მასობრივი სიკვდილით დასჯის ადგილებს კიევის ოლქის პოლიციელებმა სარდაფებში, ქუჩებში, ფარეხებში მიაკვლიეს.
ძვლები იყო დამწვარი - ცხედრებთან ავტომატების ვაზნების რაოდენობა გვაფიქრებინებს, რომ ხალხს ჯერ ხვრეტდნენ, შემდეგ კი ბენზინს მიასხამდნენ და წვავდნენ. ამ ფაქტს მოწმეების ჩვენებებიც ადასტურებენ. - აცხადებს კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი.
ახლა უკრაინის დაზვერვის სამსახური იზიუმსა და ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სხვა ქალაქებში ომის დანაშაულის მტკიცებულებებს აგროვებს, რაც საერთაშორისო ტრიბუნალზე რუსეთის ხელისუფლების გასამართლების საფუძველი გახდება.