პოლიტიკური არეულობა სომხეთში - ორმა საპარლამენტო ფრაქციამ ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

15.09.22 11:29
პოლიტიკური არეულობა სომხეთში - ორმა საპარლამენტო ფრაქციამ ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

სომხეთის  პარლამენტის ორი ფრაქცია პრეზიდენტ ფაშინიანის იმპიჩმენტს იწყებს. მძიმე ღამის და მრავალსაათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ ახლა ერევნის ცენტრში ხალხი თავიდან იკრიბება ხალხი.

ოპოზიცია ფაშინიანს სომხეთის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშუალებს. 

ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ფაშინიანმა თქვა, რომ რამდენიც უნდა გვწყევლონ, მოღალატეები დაგვიძახონ, ჩვენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა გვინდა. მაშინაც კი, თუ ხალხი გადაწყვეტს ჩვენს გადაყენებას. ჩვენ მაინც უფრო კმაყოფილი და მადლიერი ვიქნებით, თუ ამის შედეგად სომხეთი მიიღებს გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას 29 800 კვადრატულ კილომეტრზე. თუ ეს მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნება, ხელს მოვაწერ ამ დოკუმენტს. არ მაინტერესებს რა დამემართება, მე მაინტერესებს რა ბედი ეწევა სომხეთის რესპუბლიკას"

ამ ფრაზას უდიდესი ვნებათაღელვა და ქუჩაში ათასობით ადამიანის გამოსვლა მოჰყვა.

სწორედ ამ ვნებათაღელვის შემდეგ ღამით უკვე ფეისბუკის საშუალებით ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა სომხეთის პრემერმა და თქვა რომ სიტყვით გამოსვლაში არ უგულისხმხია სომხეთის ეროვნული ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღება და ტერიტორიების დათმობა.

სომხეთის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ მედიის ნაწილი პაშინიანის განცხადებების დამახინჯებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები