სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს აგინეს და ფიზიკურ დაპირსიპირებას ერთი ნაბიჯი აკლდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხეთის ოპოზიციური ბლოკის დეპუტატმა, გეხამ მანუკიანმა ,პრემიერ მინისტრი ფაშიანიანი გააკრიტიკა და მისი პოზიცია მთიან ყარაბახთან დაკავშირებით პრაქტიკულად მოღალატეობრივად შეაფასა.
ჩვენ ვიმყოფებით სახლემწიფოებრივი განადგურების წინაშე" - ამბობდა დეპუტატი.
სწორედ ამ დროს დაუპირისპირდა მმართველი პარტიის დეპუტატი, ქრისტინე პოღოსიანი ოპოზიციის წარმომადგენელს. კადრებში კარგად ჩანს, რომ პოღოსიანი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა. შუაში კი სხვა დეპუტატეტბი ჩადგნენ. სიტუაციის განმუხტვა ისევ დეპუტატებმა შეძლეს.