სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს - აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური

15.09.22 13:22
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს - აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს.

ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელსაც სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს, დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

"12 სექტემბრიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღსაკვეთად აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე, რომელიც ზანგილანის რაიონზე გადის, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგეს დამანგრეველი დარტყმები მიაყენეს და მისი საცეცხლე წერტილები გააუვნებელყვეს“.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.