კრემლი იმედოვნებს, რომ CSTO სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ კვირაში ჩავა
კრემლი იმედოვნებს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯგუფი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ კვირაში ჩავა. ეს თემა განიხილება სავარაუდოდ დღეს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრაზე.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გაერთიანებული შტაბის უფროსმა ანატოლი სიდოროვმა დღეს დილით მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით დელეგაცია ერევანში ხუთშაბათს საღამოს ჩავა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, რომ ხელს მოაწერს მშვიდობის გარანტი დოკუმენტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყოოო.
პარალელურად დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული სომხეთის პარლამენტთან და ადგილზე რკინის კონსტრუქციებსაც დგავენ. აქიცებია სტეფანაკერტშიც და სხვადასხვა ქალაქებში.
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ფაშინიანის გადადგომაა.