ოკუპანტებს ხარკოვის ოლქში 5 მოზარდი 1 კვირა სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი

15.09.22 16:18
ოკუპანტებს ხარკოვის ოლქში 5 მოზარდი 1 კვირა სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი

უკრაინელმა მესაზღვრეებმა გაათავისუფლეს 5 მოზარდი, რომლებიც ოკუპანტებს ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სარდაფში ჰყავდათ დატყვევებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს,

ქალაქ კუპიანსკში საბრძოლო დავალებსი შესრულებისას მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის საფუძველზე მიაკვლიეს 15-დან 17 წლამდე ასაკის 5 მოზარდს, რომლებიც ოკუპანტებს ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული.

ირკვევა, რომ დატყვევებული 4 გოგო და ერთი ბიჭი სარდაფში 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.  ახალგაზრდები სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები იყვნენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები