სომხეთის პარლამენტიდან ჟურნალისტები გამოყარეს

15.09.22 17:55
სომხეთის პარლამენტიდან ჟურნალისტები გამოყარეს

სომხეთის პარლამენტიდან ჟურნალისტები გამოყარეს. მმართველი პარტია მედიის დაბლოკვაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ჟურნალისტებმა საკანომდებლო ორგანოში დიდი შეხლა-შემოხლა გადაიღეს.

დიდი ვნებათაღელვის შემდეგ ახლა მმართველი პარტიის მთავარი სტრატეგია ჟურნალისტებთან ბრძოლაა.

ჟურნალისტები კითხვის დასმისთვის კრისტინა პოღოსიანს მიუახლოვდნენ, მაგრამ მთავრობის დეპუტატმა არასასურველი კითხვების მოსმენის შემდეგ ჟურნალისტზე თავდასხმა სცადა.

სხვათაშორის, პოღოსიანი არის სწორედ ის დეპუტატი, ვინც დღეს ასევე პარლამენტის დარბაზში ფიზიკურად უსწორდებოდა ოპოზიციონერ დეპუტატს.  

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, სიმონიანის, ბრძანებით კი სულ ცოტა ხნის წინ  ეროვნული ასამბლეის შენობიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გაიყვანეს.

შეიძლება ითქვას, რომ ძალის გამოყენებითაც მოხდა მედიის წარმომადგნლებლების გაძევება საკანონდმებლო ორგანოს შენობიდან.