პუტინი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს - ფონ დერ ლეიენი

16.09.22 11:38
პუტინი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს - ფონ დერ ლეიენი

"ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს"- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოცემა "ბილდთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  

ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით,  ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესაძლო სამართალწარმოების მიზნით.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პუტინმა თავისი ქმედებების საფასური გადაიხადოს. სწორედ ამიტომაც, ევროკავშირი მხარს უჭერს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით. ჩვენი საერთაშორისო სისტემის სამართლებრივი საფუძველია დანაშაულის ჩამდენი პირები შესაბამისად დაისაჯონ. მე მჯერა, რომ შესაძლებელია, ერთ დღეს, ვლადიმერ პუტინი ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგეს" - ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი.