ბაიდენმა უკრაინას $600 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

16.09.22 11:43
ბაიდენმა უკრაინას $600 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით უკრაინას დამატებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება პაკეტი გადაეცემა.
 
პაკეტში შედის ''HIMARS'' ტიპის სარაკეტო სისტემები,  ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო საშუალებები, საარტილერიო ჭურვები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

ასევე, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ომში მყოფი ქვეყნისთვის მიკრო-ფინანსური სესხის სახით €5 მილიარდის გამოყოფას. ეს ევროკავშირის €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, რომლის €1 მილიარდი ევროკავშირმა უკრაინას აგვისტოში გამოუყო.

მსგავსი სიახლეები