პრეზიდენტ ზელენსკის მეუღლე ელისაბედ II -ის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ინგლისის დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ელენა ზელენსკაია შეუერთდება იმ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც ელისაბედ II-ის ხსოვნის პატივსაცემად დიდ ბრიტანეთში ჩადიან.
უკრაინის პირველი ლედი ერთ-ერთი იქნება იმ 500 საპატიო სტუმარს შორის, რომელიც მეფე ჩარლზმა მიიწვია.
ელენე ზელენსკაიას ყოფნა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, როგორი გლობალური მხარდაჭერა აქვს უკრაინას მსოფლიოსგან იმ დროს, როცა რუსეთი სრულ იზოლაციაშია. ინგლისი გვევლინება, როგორც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და მეკავშირე.
ელენა ზელენსკააის მიწვევა დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე არის მის მიმართ გამოხატული პატივისცემის დადასტურება. - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun.
დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმისტერ ჰოლში გაიმართება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე სხვა ევროპელი ლიდერებიც.