გაშიფრულია სქემა, როგორ ხდება რუსი პატიმრების გადმობირება და უკრაინაში საომრად მათი გაგზავნა

საერთაშორისო საგამოძიებო საზოგადოება InformNapalm-მა დაადგინა სქემა, როგორ მიმდინარეობს რუსეთის ციხეებში პატიმრების დამუშავება, გადმობირება და მათ უკრაინაში, პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე გაშვება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, პატიმრების გადმობირებით უშუალოდ დაკავებულია ,,პუტინის მზარეული, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც წარსულში ბატალიონ ,,ვაგნერის" ხელმძღვანელი იყო, ამჯამად კი სამხედრო კომპანია ,,ლიგის" დამფუძნებელია.
InformNapalm-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ პრიგოჟინი დადის რუსეთის კოლონიებში, პირადად ახდენს პატიმრების გადმობირებას, შემდგომ კი მათ სამხედრო აეროდრომ მილეროვოს გამოყენებით უკრაინაში აგზავნის.
პატიმრები ციხის ტანსაცმლით მიჰყავთ უკრაინაში მილეროვოს აეროპორტის გამოყენებით, აფრონტის წინა ხაზზე აცმევენ რუსი სამხედროების ფორმას და მიჰყავთ სასაკლაოზე ისე, რომ არავინ უხსნის პატიმრებს უსაფრთხოების წესებს - განმარტავენ InformNapalm-ში.
საგამოძიებო ორგანიზაციის მკვლევარები აცხადებენ, რომ პრიგოჟინი პატიმრებს შორის ისეთ პირებს ეძებს, ვინც ალკო და ნარკოტიკ დამოკიდებულია.
ევგენი პრიგოჟინი რუსულ მედიასთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატიმრებს ფრონტზე აგზავნის.
მათ გასაგონად ვამბობ, ვისაც არ სურს, რომ უკრაინაში საომრად პატიმრები გავაგზავნოთ, მაშინ გამოუშვით საომრად თქვენი შვილები. გადაწყვიტეთ, ან პატიმრები, ან თქვენი შვილები - განაცხადა პრიგოჟინმა.