ცხედრებს კისერზე თოკი აქვთ შემოხვეული - უკრიანელების გენოციდის ახალი ფაქტები
უმძიმესი კადრები იზიუმიდან - სახეზეა უკრიანელების გენოციდის ახალი ფაქტები. 6 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ტყეში საერთო სამარხებში აღმოჩენილ ცხედრებს კისერზე თოკი აქვთ შემოხვეული. ზოგიერთი მათგანი კი ხელებშეკრულია.
საერთო სასაფლაოებში ნაპოვნია ხელებგაკოჭილი უკრიანელი სამხედროებიც. ცხედრები იმდენად დაზიანებულია, რომ მათი ამოცნობა სასამართლო ექსპერიტიზის გარეშე შეუძლებელია.
440 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრის ექსკუმაცია ახლაც გრძელდება. ბავშვები, ქალები და მოხუცები - ოკუპანტებმა არავინ დაინდეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ფაქტებს შოკისმომგვრელს უწოდებს და დეოკუპირებულ ქალაქში ჯგუფს აგზავნის.
იზიუმში ნანახის შემდეგ ამერიკა უკრიანის მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს. საფრანგეთის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მსოფლიომ უნდა ნახოს რა დატოვა რუსეთმა იზიუმშიი -- ეს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებია.
ეს მხოლოდ სამხედრო დანაშაულის ერთი ფაქტია. არავინ იცის რა მასშტაბებზე გავა რუსეთის სამხედრო დანაშაული როცა იზიუმს სრულად შეამოწმებენ.