ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

17.09.22 12:09
ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის ომში.

ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი ამ ნაბიჯის შესახებ.

CBS News-თან ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ მსგავსი ქმედება "სრულიად შეცვლის ომის სახეს". 

ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გააკეთებთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას ექნება შედეგები. ისინი იქნებიან ყველაზე მეტად გარიყულები მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე და იმ მასშტაბების გათვალისწინებით რასაც ისინი აკეთებენ, პასუხი განისაზღვრება“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები