აფეთქებები დონეცკში, ჩუგუევისკენ გადასროლილი რაკეტები და დაშავებული 11 წლის გოგონა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

17.09.22 15:40
აფეთქებები დონეცკში, ჩუგუევისკენ გადასროლილი რაკეტები და დაშავებული 11 წლის გოგონა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

დილა ოკუპირებულ დონეცკში აფეთქებებით დაიწყო. ადგილობრივი არხები წერენ, რომ ვოროშილოვსკის რაიონში დაიბომბა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა.

ასევე, სავარაუდოდ, დაზიანებულია შენობის საფოსტო განყოფილებაც. კვამლი გამოდის შენობის სახურავიდან.

რუსებმა უკვე დაკეტეს ვოროშილოვის საგადასახადო სამსახურის შენობის  სარდაფი და ბომბის თავშესაფარი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ  დასამალი არსად აქვთ. 

ასევე, სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა ჩუგუევისკენ  რაკეტები გადაისროლეს. შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სახლები და დაშავდა 11 წლის გოგონა, რომელიც დაზიანებებით საადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რაშისტებმა სლოვიანსკის თბოელექტროსადგურიც დაბომბეს, რამაც აალება და სადგურზე ტექნიკის დაზიანება გამოიწვია.