ლუგანსკი: უკრაინამ ოკუპანტების მობილიზაციის 13 რაიონი დაბომბა - განადგურებულია ცოცხალი ძალა

18.09.22 10:58
ლუგანსკი: უკრაინამ ოკუპანტების მობილიზაციის 13 რაიონი დაბომბა - განადგურებულია ცოცხალი ძალა

ბოლო 24 საათში უკრაინამ ის 13 რაიონი დაბომბა, სადაც ოკუპანტების ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა იყო მობილიზებული. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში უკრაინულმა ავიაციამ იმ 13 რაიონს დაარტყა, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა იყო მობილიზებული. ასევე, დაიბომბა საზენიტო რაკეტების კომპლექსების სამი პოზიცია. ამის გარდა, ჩვენმა საჰაერო დანაყოფებმა მტრის ვერტმრენები ჩამოაგდეს. სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ მტრის 200-მდე ობიექტი გაანადგურეს, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები