ეს სამხედრო დანაშაულია - საქართველოს პრეზიდენტმა იზიუმში რუსი ოკუპანტების ქმედება შეაფასა

18.09.22 17:17
ეს სამხედრო დანაშაულია - საქართველოს პრეზიდენტმა იზიუმში რუსი ოკუპანტების ქმედება შეაფასა

ეს არის სამხედრო დანაშაული - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ქალაქ იზიუმში რუსი აგრესორების ქმედება შეაფასა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ იზიუმის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ სამართალდამცველებმა ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები იპოვეს.

საფუძვლიანად განკიცხვის ღირსია რუსების ქმედება ქალაქ იზიუმში. ამ სამხედრო დანაშაულის პასუხად უნდა იქცეს მართლმსაჯულების აღსრულება. 

უკრაინა არ დაეცემა და გამეფდება მშვიდობა. დიდება უკრაინას! - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები