ყურადღების ცენტრში ლონდონია - ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება

19.09.22 12:43
ყურადღების ცენტრში ლონდონია - ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება

ლონდონი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება. ელისაბედ მეორის ცხედარი ვესტმისტერის სასახლეშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გამთენიისას შეწყდა. დედოფლისთვის პატივის მისაგებად ადამიანები კილომეტრიან რიგებში იდგნენ.

ელისაბედ მეორეს დღეს მეუღლის ედინბურგის ჰერცოგის გვერდით  წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ. ცერემოდნია გრანდიოზული და პომპეზური იქნება: სამხედრო მსვლელობებით, რელიგიური ელემენტებით და ათასობით ადამიანის წინაშე.

მთელს ლონდონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ბრიტანეთის პოლიცია ვარაუდობს, 
რომ დღეს იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, ვიდრე 2018 წელს პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილში იყო. საუბარია მილიონ მოქალაქეზე. 

დედოფალს ემშვიდობებიან მსოფლიო ლიდერებიც. ლონდონში არიან ჯო და ჯილ ბაიდენები, სამეფო ოჯახის წევრები მთელი ევროპიდან. ადგილზე იმყოფება სალომე ზურაბიშვილიც. 

მსგავსი სიახლეები