გამომშვიდობება დედოფალთან - რა ხდება ლონდონში

19.09.22 15:18
გამომშვიდობება დედოფალთან - რა ხდება ლონდონში

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვესტმისტერის სააბატოში გადაასვენეს. ეს სწორედ ის ისტორიული ეკლესიაა, სადაც ელისაბედ მეორის კორონაცია  შედგა. ბრიტანული მედიის ცნობით, მე-18 საუკუნის შემდეგ ამ საააბატოში მონარქის დაკრძალვის ცერემონია არ ყოფილა.

ისტორიულ პროცესიას წინ მეფე ჩარლზ მესამე, მისი შვილები პრინცები ულიამ და ჰარი და დედოფლის შვილები მიუძღოდნენ. 

სააბატოში დადაგემილ პანაშვიდს 2000-ზე მეტი სტუმარი ესწრება. 500-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი აქ ელისაბედ მეორის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ჩავიდა. საქართველოს ადგილზე სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს.

მოწვეულ სტუმართა სიაში რუსეთის, ბელაურისიის და ირანის პრეზიდენტები  არ არიან. სამეფო ოჯახის ეს გადაწყვეტილება პუტინის რეჟიმმა პროვოკაციად შეაფასა. 

ცოტა ხნის წინ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით ბრიტანეთის პრემიერმა ლიზ ტრასიმ მიმართა. სიტყვით გამოვიდნენს სასულიერო პირებიც.

დედაქალაქში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია დაცული. ქუჩებს სამხედროების გარდა ასობით მოხალისეც იცავს. 

დედოფლის 70 წლიანი მმართველობის დასასრული არის ყველა გავლენიანი მედიის ყურადღების ცენტრშიც. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ ელისაბედ მეორე იყო  ჯაჭვი წარსულსა და აწმყოს შორის, დამაკავშირებელი ჩერრჩილის ეპოქის ინტერნეტის ეპოქასთან და რომ ის სიკვდილის შემდეგაც მუშაობს, რადგან მთელი მსოფლიო ბრიტანეთში ჩაიყვანა."ვაშინგტონ პოსტ" წერს, რომ ელისაბედ მეორე იყო  ჯაააჭვი წარრრსულსა და აწყმყოს შორის - დამაკავშირებელი ჩერრჩილის ეპოქის - ინტერნეტის ეპოქასთან და რომ ის სიკვდილის შემ-დეგაც მუშაობს, რადგან მთელი მსოფლიო ბრიტანეთში ჩაიყვანა.

ცოტა ხანში დედოფალს უინძორების ციხე-სიმაგრისკენ მიასვენებენ, სადაც მას წმინდა ჯორჯის ეკლესიაში დედ-მამის და მეუღლის გვერდით დაასაფლავებენ.

დედოფლის ცხედარს თბილისის დროით 15:15 წუთზე  სააბატოდან გამოასვენებენ. ამ პერიოდში ბიგ ბენის საათი ერთწუთიანი ინტერვალით დარეკავს და ჰაიდ პარკში ქვემეხებიდან გაისვრიან.