რუსების სიმხეცე: კოზაჩი ლოპანში ოკუპანტები ადამიანებს წელიწადნახევარი აწამებდნენ

19.09.22 14:08
რუსების სიმხეცე: კოზაჩი ლოპანში ოკუპანტები ადამიანებს წელიწადნახევარი აწამებდნენ

ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი ინფორმაციები რუსეთის სისასტიკეს მორიგ ჯერზე ცხადყოფს. სოფელ კოზაჩი ლოპანში, რომელიც რუსეთს საზღვრობს, რუსები ადამიანებს წელიწადნახევრის განმავლობაში კლავდნენ და აწამებდნენ. 

კოზაჩი ლოპანის ასობით მკვიდრს ოკუპანტები ადგილობრივ რკინიგზის სადგურზე სპეციალურ ოთახებში აწამებდნენ.  იქვე ხდებოდა ტყვეების დაკითხვაც. 

მოსახლეობას მუდმივის სროლებით ატერორებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც რუსებმა ჰუმანიტარული დახმარების დარიგების მიზნით უკრანელი მოქალაქეები შეკრიბეს, შემედგ კი მათზე იერიში მიიტანეს. 
ამ დროისათვის სოფელში, სადაც მუდმივი სროლებია, რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება. ოკუპანტები სოფელს ახლა რუსეთის ტერიტორიიდან ბომბავენ. 

სოფელი ამ დროისათვის ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მრავრობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდეგნას უმოკლეს ვადაში ცდილობს. 
 

მსგავსი სიახლეები