გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში - ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას

19.09.22 16:12
გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში - ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში შეყვანას სთხოვს. ესტრადის ვარსკვლავი სოლიდარობას უცხადებს ქმარს, მაქსიმ გალკინს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ სიაში შეიყვანა.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის, გულწრფელი, წესიერი და პატიოსანი ადამიანისადმი. რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტისადმი, რომელსაც სურს სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება. სურს, შეწყდეს ჩვენი სამხედროების სიკვდილი ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას რიყავს და მისი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს“, -წერს ალა პუგაჩოვა.

მაქსიმ გალკინი „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში მოსკოვში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. პუტინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მომღერალი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და დაფინანსებას  უკრაინიდან იღებს.