უმძიმესი ამბავი უკრაინიდან - სამართალდამცავებმა ოკუპანტების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს

19.09.22 16:25
უმძიმესი ამბავი უკრაინიდან - სამართალდამცავებმა ოკუპანტების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს

უკრაინის გენერალური პროკურორი, უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს - ანდრეი კოსტინის თქმით, რუსი ოკუპანტების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინეს.

მისი თქმით, ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია. 

რაც შეეხება ბავშვების დეპორტაციის საკითხს, ოფიციალური მონაცემებით, 7000-ზე მეტი ბავშვი დეპორტირებულია რუსეთის, ან ბელარუსის ტერიტორიაზე. მათგან, იდენტიფიცირებულია 5 327 ბავშვი. 

ამ დროსთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებული 55 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა. 

მსგავსი სიახლეები