რუსეთის სამხედრო დანაშაულის უმძიმესი ფაქტები - შოკისმომგვრელი ისტორიები უკრაინიდან
უკრაინის წარმატებით გაბრაზებულ პუტინი სამხედრო დანაშაულებების სერიებს არ წყვეტს. ოკუპანტების სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ოკუპირებულ დონეცკში დაიბომბა ავტობუსის გაჩერება და სურსათის მაღაზია. დანაწევრებული ცხედრები ქუჩაში ყრია. უკვე მეორე დღეა პუტინის არმია უკრაინის წინააღმდეგ ავიაიერიშს არ წყვეტს.
შემზარავი სურათია თითქმის ყველა გათავისუფლებულ ქალაქშიც. ნაპოვნია წამების ოთახები, სადაც ოკუპანტებს უკრაინელები თვეობით ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ. ვინც ამ სისასტიკეს გადაურჩა, პოლიციას გამაოგნებელ ფაქტებს უყვება. ჯერ უმოწყალოდ სცემდნენ, შემდეგ კი აიძულებდნენ ეთქვათ, რომ რუსეთი კარგია.
ისევ ყურადღების ცენტრშია იზიუმი, სადაც ამ დროისთვის ნაწამები ჯარისკაცების ცხედრების საფლავების ძებნა მიმდინარეობს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის ერპორტაჟი: