რუსეთი ატომური იარაღით იმუქრება - კრემლის მუქარას მისი პროპაგანდისტები სულ უფრო აქტიურად აჟღერებენ

20.09.22 15:53
რუსეთი ატომური იარაღით იმუქრება - კრემლის მუქარას მისი პროპაგანდისტები სულ უფრო აქტიურად აჟღერებენ

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, მსოფლიოს ატომური ომით ემუქრება. მუქარა მან საკუთარ ტელეგრამ არხზე გააჟღერა.

მომხდარის და მომავალში მოსახდენის განსჯის შედეგად შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ან დიდი და სწრაფ გამარჯვებას მოიპოვებს უკრაინასთან, ან მსოფლიო დადგება ატომური ომის სარეალური საფრთხის წინაშე. მესამე ვარიანტი არ განიხილება! - განაცხადა სიმონიანმა. 

მარგარიტა სიმონიანის მუქარამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დუმის დეპუტატმა, ანდრეი გურულევმა, განაცხადა, რომ რუსეთის ატომური დარტყმის ობიექტი იქნება არა უკრაინა, არამედ გერმანია და დიდი ბრიტანეთი. პუტინის თანამებრძოლმა იქვე განმარტა, რომ უკრაინაზე მასობრივი განადგურების იარაღით თავდასხმა იმ მიზეზით არ მოხდება, რადგან იქ მომავალში რუსების საცხოვრებელ ტერიტორიად ქცევა არის განზრახული. 

ატომურ შეტევაზე აქცენტს აკეთებს ასევე კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი. მან განაცხადა, რომ ,,კრემლი გამოიყენებს ატომს და მოსპობს ყველა სულიერს და ეს იქნება რუსეთისთვის ოპტიმალური გამოსავალი".

 

მსგავსი სიახლეები