ერევნისა და სტამბულის ყველა ბილეთი გაიყიდა - პუტინის გამოსვლის შემდეგ რუსები ქვეყნიდან მირბიან

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთიდან ერევნისა და სტამბულის მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ინფორმაციას სააგენტო Meduza ავრცელებს.
რამოდენიმე წუთში პრეზიდენტის გამოსვლიდან 21 სექტემბრის ყველა ბილეთი დაიტაცეს სტამბულისა და ერევნის მიმართულებით. - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
უკრაინაშთან მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გაწვევას ექვემდებარებიან საომარი გამოცდილების მქონე პირები, რეზერვისტები- სულ 300 ათასი ადამიანი.
რუსეთში სტუდენტებისა და მთავრობის წევრების მობილიზაცია არ იგეგმება.