ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში - პუტინის გაკარგულებაში ერთი პუნქტი დამალეს

21.09.22 14:44
ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში - პუტინის გაკარგულებაში ერთი პუნქტი დამალეს

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ნაწილობრივ მობილიზაციას გულისხმობს, ერთი პუნქტი დამალეს. ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩა.   კრემლის საიტზე განთავსებულ დოკუმენტშიმე-7 პუნქტია გამოტოვებული. 

ირკვევა, რომ მას „სამსახურეობრივი გამოყენების“ მიზნით გრიფი ადევს. 

კრემლის საიტზე გამოწყნებულ ვერსიიდან აღნიშნული პუნქტი გამქრალია, ხოლო რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე ჩანს, რომ მე-7 პუნქტი არსებობს, თუმცა შინაარსი არც იქაა განმარტებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 
 

მსგავსი სიახლეები