ძირს გენდერული აპარტეიზმი - ირანელმა ქალებმა თმები გადაიპარსეს და ჰიჯაბის წინააღმდეგ გაილაშქრეს

ირანელმა ქალებმა პროტესტის ნიშნად თმა გადაიპარსეს და ჰიჯაბები დაწვეს - აღნიშნული ქმედებით ისინი პროტესტს გამოხატავენ პოლიციის მიერ ნაწამები და მოკლული მაქსი ამინის გამო. ინფორმაციას ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიხ ალინეჯადი ,,ტვიტერზე" ავრცელებს.
სამართალდამცელებმა მაქსი ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს, აწამეს და მოკლეს.
ალინეჯადმა სოციალურ ქსელში განთავსა ვიდეო, სადაც ირანელი ქალები იჭრიან თმებს, წვავენ ჰიჯაბს.
ჰიჯაბს 7 წლიდან ვატარებთ, თუ ჩვენ არ დავიფარავთ თმებს, ვერ ვივლით სკოლაში, ან სამსახურში. უკვე მოგვწყინდა ეს გენდერული აპარტეიზმი- აცხადებენ ირანელი ქალები.
გარდა ამისა, მასიხ ალინეჯადი წერს, რომ ირანელი ქალების საპროტესტო დემონსტარციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ასევე, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეებს გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც რამდენიმე ქალი დაიჭრა.
სექტემბრის დასაწყისში ზნეობის პოლიციამ 22 წლის მაქსი ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების ბრალდებით დააკავა. თეირანის პოლიციის უფროსის, სერდარ რახიმის, მტკიცებით, ამინის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო.