რუსეთში პროტესტმა იფეთქა - დაკავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი

არა მობილიზაციას - რუსეთში პროტესტმა იფეთქა, დაიწყო მასობრივი დაკავებების სერია. ვინც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის, პოლიცია ყველას ხელბორკილს ადებს.
აქციები იმართება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის კიდევ 30-ზე მეტ ქალაქში. ბოლო ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1400-ს მიაღწია, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.