"გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა" - გუტიერეში უკრაინაში მიმდინარე რეფერენდუმზე

23.09.22 12:09
"გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა" - გუტიერეში უკრაინაში მიმდინარე რეფერენდუმზე

გაეროს გენერალური მიდვანი ანტონიო გუტიერეში უკრაინაში მიმდნარე ომს საშიშს და შემაშფოთებელს უწოდებს. ამის შესახებ მან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გუტიერეშის თქმით, ყველა ბირთვულმა სახელმწიფომ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის და მისი აღმოფხვრის ვალდებულება უნდა მიიღოს.

ბოლო 7 თვის განმავლობაში ენით აღუწერელი ტანჯვა და განადგურება მოხდა. ბოლო მოვლენები საშიში და შემაშფოთებელია. ისინი კიდევ უფრო შორდებიან მშვიდობის პერსპექტივას და საშინელებათა და სისხლის ღვრის გაუთავებელ ციკლს. როგორც თავიდანვე ვთქვი, ამ უაზრო ომს აქვს შეუზღუდავი პოტენციალი საშინელი ზიანის მიყენების უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ბირთვული კონფლიქტის იდეა, ოდესღაც წარმოუდგენელი, დებატების საგანი გახდა. ეს თავისთავად, ყოვლად მიუღებელია. ბირთვული იარაღის ყველა სახელმწიფომ ხელახლა უნდა მიიღოს ვალდებულება ბირთვული იარაღის გამოუყენებლობისა და  სრული აღმოფხვრის შესახებ, - განაცხადა გუტიერეშმა.

ამასთან, გაეროს გერენრალურმა მდივანმა უკრაინაში ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარება დაგმო და არნიშნული საერთაშორისო წესდების დარღვევად შეაფასა. 

მე ასევე ღრმად ვარ შეშფოთებული უკრაინის იმ რაიონები არსებული ვითარებით, რომლებიც ამჟამად მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება. სახელმწიფოს ტერიტორიის ნებისმიერი ანექსიას სხვა სახელმწიფს მიერ საფრთხის ან ძალის გამოყენების შედეგად არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა, - განაცადა უცხოელმა პოლიტიკოსმა.