სპეციალური სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი იყო, ჩვენ ამ შენიშვნას არასდროს მივიღებთ - ლავროვი

23.09.22 12:25
სპეციალური სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი იყო, ჩვენ ამ შენიშვნას არასდროს მივიღებთ - ლავროვი

გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას სერგეი ლავროვმა დასავლეთის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობა დააიგნორა და უკრაინა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ცინიკურია იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ. 

განსაკუთრებით ცინიკურია სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღით ავსებენ და ჯარისკაცებს წვრთნიან. ჩვენ არ გვაქვს ნდობა ამ ორგანოს მუშაობაში. ბოლო 8 თვის განმავლობაში ველოდით ნაბიჯების გადადგმას უკრაინაში დაუსჯელობის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუტისგან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მეტს არაფერს ველით. ყველაფერი რაც დღეს ვთქვი, უბრალოდ, ადასტურებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ამ შენიშვნებს არასდროს მივიღებთ, - განაცხადა ლავროვმა. 

სერგეი ლავროვი გაეროს  საბჭოს შეხვედრაზე დაგვიანებით, საკუთარი გამოსვლის დაწყებამდე მივიდა და დარბაზი მალევე დატოვა.