ფსევდორეფერენდუმი და მობილიზაცია - რა ხდება ოკუპირებულ ლუგანსკში

23.09.22 14:18
ფსევდორეფერენდუმი  და მობილიზაცია - რა ხდება ოკუპირებულ ლუგანსკში


რუსმა ოკუპნატებმა ლუგანსკის ოლქში ე.წ. რეფერენდუმი დაიწყეს, სადაც ადამიანები ხმას სამზარეულოებსა და ეზოებში აძლევენ. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ოკუპანტებმა ქალაქი ჩაკეტეს, არავის უშვებენ, რათა ხმები არ დაკარგონ. ხმის მიცემის პროცედურა ორგანიზებულ ადგილებსა და პირდაპირ სახლებში ხორციელდება.  უფრო მარტივად - რაღაც ქარალდებს სამზარეულოებში, ბინებში და ეზოებშ ავსებენ, - ამბობს სერგეი გაიდაი. 

მისივე თქმით, ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება და კონფიდენციალურობასტან საერთო არაფერი აქვს. 

სახლებსა და ეზოებში შედიან, შენობებს ამოწმებენ, მამაკაცებს ეძებენ. ოკუპანტები, უბრალოდ,  საზარბაზენ ხორცს ეძებენ, - ამბობს გაიდაი. 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტარციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფსევდორეფერენდუმში მონაწილე ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა და დაისჯება. 
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება დაიწყეს. 
 

მსგავსი სიახლეები