რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ - ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ხალხს მიმართავს

“რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ” – ამ სიტყვებით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ხალხს და ეუბნება, რომ ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში უკრაინას დაეხმარონ.
მე მაქვს მარტივი თხოვნა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ჩვენი ხალხის მიმართ: გააკეთეთ მთავარი - გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარე ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში.
რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ. მოერიდეთ გამოძახებებს. შეეცადეთ, მოხვდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე.
და თუ მაინც მოგიწევთ შესვლა რუსულ ჯარში, მაშინ მოწინააღმდეგეების ნებისმიერ აქტივობაში მოახდინეთ საბოტაჟი, ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, მოგვაწოდეთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ - მათი ბაზების, შტაბების, საბრძოლო მასალების საცავებზე. და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, გადადით ჩვენს პოზიციებზე. გააკეთე ყველაფერი შენი სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის განთავისუფლებაში დასახმარებლად",- თქვა ზელენსკიმ.