რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს.
ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს - ომს, რომელსაც გმობს გაეროს გენერალური ასამბლეა - მისი წევრობის შეჩერება გაეროს უშიშროების საბჭოში ავტომატურად უნდა მოხდეს", - თქვა მიშელმა.