რუსეთმა პეჩენეგის კაშხალზე იერიში მიიტანა - ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთმა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით, უკრაინაში პეჩენეგის კაშხალზე, ჩრდილოეთის დონეცის მდინარეზე მიიტანა იერიში.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
ბრიტანეთის სადაზვერვო მიმოხილვაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთის ძალები შესაძლოა მიზანში იღებდნენ კაშხლის კარიბჭეებს, საიმისოდ, რომ დაიტბოროს უკრაინის არმიის გადასასვლელი პუნქტები.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის იერიშებს, სავარაუდოდ, არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი შეფერხება უკრაინის სამხედრო ოპერაციებში, დაზიანებულ კაშხლებსა და საომარ ზონებს შორის დისტანციის გამო.