პროტესტი რუსეთში - მობილიზაციის საწინააღმდეგი აქციებზე 730-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
პროტესტი და დაკავებები ოკუპანტ ქვეყანაში - მხოლოდ გუშინ რუსეთის 32 ქალაქში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 730-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას "გარდიანი" აქვეყნებს.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ მოქალაქეები ქვეყნის 25 ქალაქში გამოვიდნენ. მხოლოდ მოსკოვში პოლიციამ 150 მოქალაქე დააკავა, პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში კი 70-70 მოქალაქე დააპატიმრეს. დაპატიმრებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან.