დღის ბოლომდე ყირიმი სამობილიზაციო აქტივობებს დაასრულებს - ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი

ყირიმში სამობილიზაციო სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი სერგეი აქსენოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იძულებული და აუცილებელია, თუმცა ყირიმელები გაბედულად იქცევიან.
მინდა ვუთხრა სპეცპერაციის ყველა მონაწილეს და იმ ყირიმელებს, რომლებიც მოვიდნენ სამხედრო მოსამსახურეებში რათა მობილიზებულიყვნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ოჯახის წევრებს, ყველას, ვინც მხარს უჭერდა ბიჭებს, ფაქტობრივად, დღის ბოლომდე ყირიმი დაასრულებს სამობილიზაციო აქტივობებს მას შემდეგ, რაც სრულად დასრულდება ყველას გამოცხადება სამხედრო განყოფილებაში. კანონი ყველასთვის ერთია. ჩემი შვილი დღეს გაიწვიეს, დილით ის უკვე ქვედანაყოფის ტერიტორიაზე გაემგზავრება. ვამაყობ ჩემი შვილით!, - განაცხადა აქსენოვმა.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით, რომ მობილიზაციას 300 ატასამდე ადამიანი დაექვემდებარება.